კერძო განჩინება

კერძო განჩინება – სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლო სახელმწიფო ორგანოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან თანამდებობის პირის ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ კანონის დარღვევის ფაქტზე, დანაშაულის ჩადენის მიზეზსა და ხელშემწყობ პირობებზე, რომლებიც საჭიროებს სათანადო ზომების მიღებას. აგრეთვე, კერძო განჩინება სასამართლომ შეიძლება გამოიტანოს მოქალაქეთა უფლებების დარღვევისა თუ კანონის სხვა დარღვევათა გამოვლენისას, რომლებიც დაშვებული იყო წინასწარი გამოძიებისას ან ქვემდგომი სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას.    წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……