კვლევის თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდები

კვლევის თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდები

სოციოლოგიური გამოკვლევის ორი ტიპი. ის, რაც თითოეული კვლევის ტექნიკას ერთმანეთისაგან განასხვავებს, შემდეგში მდგომარეობს: ა) კ.თ. მ–ების დანიშნულებაა, განსაზღვროს, „რა საგნები არსებობს, ვიდრე ის, თუ რამდენი ასეთი საგანი არსებობს“. სხვანაირად თუ ვიტყვით, თვისებრივი კვლევა გამოყოფს კვლევის საგანს და არ ეხება საგნის რაოდენობრივ განზომილებას, ანუ საგანთან მიმართებაში მეტნაკლებობის მიმართებების დადგენას, რაც რაოდენობრივი კვლევების ფუნქციაა; ბ) თვისებრივი ტექნიკა არ არის დაკავშირებული საკვლევი ობიექტის გაზომვასთან, ანუ არ ადგენს ობიექტის რაოდენობრივ პარამეტრებს სხვადასხვა სკალის მეშვეობით. შესაბამისად, კ.თ.მ. ნაკლებად სტრუქტურირებული და ფორმალიზებულია; გ) კ.თ.მ. მოითხოვს ინდივიდთა (ინტერვიუერთა, რესპონდენტთა და სხვ.) შეზღუდულ რაოდენობას, თუმცა იღებს უფრო ფართო მოცულობის მდიდარ მონაცემებს. ამისგან განსხვავებით, რაოდენობრივი ტექნიკა საჭიროებს, ჯერ ერთი, ადამიანური რესურსების გაცილებით მეტ რაოდენობას, მეორეც, იგი იღებს სტანდარტიზებულ მონაცემებს და არ ითვალისწინებს სხვადასხვა არასტანდარტულ სპეციფიკას, ანდა, ერთი სტანდარტის შიგნით განსხვავებულ ელფერს ქმნის; დ) თვისებრივი კვლევის ფუნქციაა ჰიპოთეზების ჩამოყალიბება, მაშინ როდესაც რაოდენობრივი კვლევა მიმართულია ჰიპოთეზების შემოწმებისკენ; ე) თვისებრივი კვლევის შედეგად მიღებული მასალის ანალიზი უფრო მეტად შემოქმედებითი და პიროვნულია, მაშინ როდესაც რაოდენობრივი მონაცემების ანალიზი სტანდარტიზებულ და ფორმალიზებულ ხასიათს უნდა ატარებდეს. არსებობს თვისებრივი სოციოლოგიური კვლევის ოთხი ძირითადი მეთოდი: 1. ჩაღრმავებული ინტერვიუ; 2. ჯგუფური ინტერვიუ (ფოკუსჯგუფების კვლევა); 3. ჩართული დაკვირვება; 4. პროექციული ტექნიკა. რაც შეეხება რაოდენობრივ კვლევას, იგი ძირითადად შემდეგ მეთოდებს გამოიყენებს: 1. სტრუქტურიზებული ინტერვიუ; 2. ანკეტირება; 3. კონტენტ–ანალიზი.

See also: კვლევის რაოდენობრივი მეთოდები, მეთოდოლოგია

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……