კიბერნეტიკა

კიბერნეტიკა

E. cibernetics

Gk. kibernetike (techne) მართვის ხელოვნება

მეცნიერება, რომელიც სწავლობს მანქანებისა და ცოცხალი ორგანიზმების მიერ ინფორმაციის მიღებას, შენახვას და გადაცემას. აგრეთვე, ამ ინფორმაციის გამოყენებას მართვისთვის [შექმნა ამერიკელმა მეცნიერმა ნ.ვინერმა (Wiener, 1894-1964წწ.) მე-20 ს.-ის 40-იან წლებში].

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. კიბერნეტიკა – (ინტ.) cybernetics მეცნიერება მართვის, კავშირისა და ინფორმაციის გადამუშავების შესახებ. თეორიული კიბერნეტიკის შესწავლის საგანია აბსტრაქტული კიბერნეტიკული სისტემები – ურთიერთდაკავშირებულ ობიექტთა სიმრავლე, რომლებსაც გააჩნიათ ინფორმაციის აღქმის, დამახსოვრების, გადამუშავებისა და ურთიერთგაცვლის უნარი. აბსტრაქტულობის მაღალი დონე და განყენებულობა სისტემის რეალური ფიზიკური ბუნებისაგან, საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ კიბერნეტიკის მეთოდები ისეთი თვისობრივად განსხვავებული სისტემების შესასწავლად, როგორიც არიან ტექნიკური, ბიოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური სისტემები და ა.შ.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……