კითხვების დასმა გაკვეთილზე

კითხვების დასმა გაკვეთილზე

კითხვების დასმა გაკვეთილის მნიშვნელოვანი ნაწილია. მასწავლებელი კითხვების დასმით არკვევს, თუ როგორ გაიგეს მოსწავლეებმა გაკვეთილი, ხელმეორედ არის ის ასახსნელი თუ არა. ამდენად, აუცილებელია, რომ მასწავლებელი ფლობდეს კითხვების დასმის სხვადსხვა ტექნიკას.

კითხვები განსხვავდება შინაარსობრივი თვალსაზრისითაც, ანუ იმის მიხედვით თუ რა მოეთხოვება მოსწავლეს. კითხვა შეიძლება იყოს ინფორმაციული ან სააზროვნო. მაგალითად – „ჩამოთვალე ის იდეები და აღმოჩენები, რომლებმაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ცვლილებები ეკონომიკაში (მითითებულია კონკრეტული ეპოქა)“. ეს კითხვა ინფორმაციულია, რადგან ამ დროს საკმარისია მოსწავლემ გაიხსენოს შესაბამისი ინფორმაცია სახელმძღვანელოდან ან სხვა წყაროდან. „ამოირჩიეთ თქვენი აზრით ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იდეა ან აღმოჩენა, რომელმაც ყველაზე მეტად განსაზღვრა მნიშვნელოვანი ცვლილებები ეკონომიკაში (მითითებულია კონკრეტული ეპოქა) და არჩევანი დაასაბუთეთ.“ ეს სააზროვნო კითხვაა, რადგან მოსწავლეს საკუთარი პოზიციის დასაცავად, ინფორმაციული მიმოხილვის გარდა, არგუმენტების წარმოდგენა მოეთხოვება. თუ სასწავლო მასალა მხოლოდ შეიცავს და ეს არგუმენტები მასში არ არის მოცემული, მაშინ მოსწავლეს მოუწევს ინფორმაციის გაანალიზება და კრიტიკულად შეფასება, ანუ მაღალი შემეცნებით-სააზროვნო უნარების გამოყენება.

საზოგადოდ, ღია კითხვების დასმა შესაძლებლობას იძლევა, ამოქმედდეს მოსწავლის აზროვნების ზედა დონის უნარჩვევები (ანალიზი, სინთეზი, შეფასება); ღია კითხვის მაგალითებია: როგორ მიხვდით ამას? რატომ ფიქრობთ ასე? რა მოხდებოდა, ეს რომ ასე გაგეკეთებინათ? და ა. შ.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……