კლასტერული ანალიზი

კლასტერული ანალიზი

მეთოდიკა ობიექტთა ან ადამიანთა ჯგუფების გამოსავლენად, რომელსაც შეუძლია მონაცემთა ერთობლიობაში შეფარდებითი განსხვავება აჩვენოს. მაგ., ბაზრის კვლევის დროს კ. ა. გამოიყენება იმ ადამიანთა ჯგუფების გამოსავლენად, რომელთაც სხვაგვარი მარკეტინგული მიდგომები აქვთ. ყველაზე გავრცელებულია იერარქიული კლასტერირების მეთოდი. „აგლომერაციულ იერარქიულ კლასტერირებაში“ (ანუ ქვევიდან) პროცესი მრავალი კლასტერით იწყება. ისეთი მათემატიკური კრიტერიუმის გზით, როგორც ევკლიდეს მანძილია, ობიექტები ან ადამიანები თანმიმდევრობით ერთიანდებიან კლასტერებში. „ანალიტიკურ იერარქიულ კლასტერირებაში“ (ანუ ზევიდან) ერთი კლასტერი მოქმედებს, რომელიც ყველა შემთხვევას შეიცავს. შემდეგ ხდება მისი დაყოფა უფრო მცირე კლასტერებად. კ.ა–ისას მრავალი პრაქტიკული პრობლემა ჩნდება. განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს ცვალებადის არჩევას, მანძილისა და კრიტერიუმების ზომებს კლასტერებში სხვადასხვა შემთხვევის გაერთიანებისათვის. შესაძლებელია ყალბი კლასტერის მიღებაც. უმჯობესია რამდენიმე განსხვავებული მეთოდის გამოყენება.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……