კოეფიციენტი

კოეფიციენტი

პირდაპირი მნიშვნელობით – ერთად წარმოქმნილი (შექმნილი). 1. რიცხვითი ან ასოითი მამრავლი ალგებრულ გამოსახულებაში; 2. ფიზიკაში – სიდიდე, რომელიც განსაზღვრავს ფიზიკური სხეულის რაიმე თვისებას, მაგალითად, ხახუნის კ–ს. 3.სტატისტიკაში – მნიშვნელობა, რომელიც უჩვენებს ფაქტორებს შორის ურთიერთკავშირის ხარისხს. ეს მნიშვნელობა ყველაზე ხშირად ვლინდება შედგენილ ფორმებში, მაგალითად, კორელაციის კ–ში.

სოციალური მეცნიერებები მიმართავენ – ავადობის, ბავშვთა სიკვდილიანობის, ინტელექტის, გაყრების, დაბადებისა და სხვა მრავალგვარი კორელაციის კ–ს.

კ. (ძალაუფლების) საარჩევნო ბლოკის გავლენის შეფასების საშუალებაა იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ეს ბლოკი დაიკავებს დამოუკიდებელ პოზიციას და მისი გავლენა გადამწყვეტი აღმოჩნდება ამა თუ იმ პროექტის გამარჯვების ან დამარცხებისას. ძალაუფლების კ. ოფიციალურად შემოთავაზებულ იქნა ლაიონელ პერნოუზის მიერ 1946 წელს, თუმცა მსგავსი იდეა ჯერ კიდევ 1787 წელს ანტიფედერალისტმა მარტინ ლუთერმა გამოთქვა. ყველაზე უფრო ცნობილია შეპლი–შუბიკის კ. სამწუხაროდ, სხვადასხვა კ. ერთი და იმავე სიტუაციის სხვადასხვა შეფასებებს იძლევა. ზოგიერთ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ასეთ კ–ებს საერთოდ არა აქვს აზრი. მიუხედავად ამისა, ამ იდეის მომხრეები ცდილობენ გამოიმუშაონ რაღაც საერთო კრიტერიუმი, თუმცა ამას ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს.

See also: კორელაცია

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. coefficient, rate, ratio

G. koeffizient

L. Coefficiens (coefficientis) ხელშემწყობი

1. რიცხვი, რომელზეც უნდა გამრავლდეს რაიმე სიდიდე, რათა მიღებულ იქნეს საძიებელი რიცხვი;

2. ხელფასზე დანამატი მძიმე, არანორმალური სამუშაო პირობების გამო.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. კოეფიციენტი – (კოეფიციენტები) – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრული ერთეული (ერთეულები), რომლის შესაბამისად ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების რანჟირება კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კონკრეტულ ფაკულტეტზე ჩასარიცხად.   Source: საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……