კოლექტიური უფლებები

კოლექტიური უფლებები

E. Collective rights

ადამიანის უფლებები ინდივიდუალურია და არა კოლექტიური. ამ უფლებათა სუბიექტი ადამიანია. ამიტომაც არ შეიძლება საუბარი უმცირესობათა უფლებების შესახებ ადამიანის უფლებათა ჩარჩოებში – ეს პოლიტიკის ენაა და მისი საგანი (კ.უ-ის ასეთ მაგალითს წარმოადგენს ავტონომიის შექმნის უფლება). ადამიანის უფლებათა ჩარჩოებში გულისხმობენ იმ პირთა უფლებებს, რომლებიც ეროვნულ უმცირესობებს განეკუთვნებიან, ინვალიდთა უფლებებს, არა როგორც ჯგუფისა, არამედ თითოეული ინვალიდისა ცალ-ცალკე. ამ წესიდან ერთადერთი გამონაკლისია სამოციან წლებში გაეროს ადამიანის უფლებათა ორივე საერთაშორისო პაქტში შეტანილი 1 მუხლი, რომლის მიხედვითაც „ყველა ერს აქვს თვითგამორკვევის უფლება”. ერების უფლებები არ გამომდინარეობს ინდივიდუალური უფლებებიდან – ეს ტიპიური კოლექტიური უფლებებია. საერთაშორისო პაქტში ეს მუხლი პოლიტიკური მოსაზრებების გამო მოხვდა, ადამიანის უფლებებზე საუბრისას კი იგულისხმება არა ერების, საზოგადოებრივი კლასების, ფენების და ჯგუფების, არამედ ცალკეულ პირთა უფლებები

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

E. Collective rights

კოლექტიური უფლებები ცნობილია, აგრეთვე, როგორც სოლიდარული უფლებები. ეს არის მესამე თაობის უფლებები (იხ. ადამიანის უფლებების კვალიფიკაცია, ადამიანის უფლებათა თაობები). მათი თავისებურება ისაა, რომ ამ უფლებით სარგებლობა ინდივიდს არ შეუძლია დამოუკიდებლად. მხოლოდ ადამიანთა ჯგუფისადმი კუთვნილება აძლევს მას უფლებას, მიიღოს მონაწილეობა კოლექტიურ უფლებათა რეალიზებაში. კოლექტიურ და ინდივიდუალურ უფლებებს შორის არსებობს მყარი ურთიერთდამოკიდებულება, თუმცა ისინი განსხვავდებიან თავიათი ბუნებით. კუ–ს განხორციელებისას არ შეიძლება შეილახოს ინდივიდის უფლებები და თავისუფლებები \nკუ–ს მიეკუთვნება განვითარების უფლება, უფლება მშვიდობაზე, უფლება კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობაზე. ამავე ჯგუფს მიეკუთვნება თვითგამორკვევის უფლება, უმცირესობათა უფლებები და სხვა ( იხ. ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის უფლება, ეროვნული უმცირესობანი).

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……