კომიტეტები და სამუშაო ჯგუფები

კომიტეტები და სამუშაო ჯგუფები

E. Committees and Working Parties

საკანონმდებლო საქმიანობის ყველა ეტაპზე მოქმედებენ კომიტეტები, რომელთა მოვალეობაა დაეხმარონ გაერთიანების ორგანოებს. კომისია საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებამდე მუდმივად გადის კონსულტაციებს ექსპერტთა კომიტეტებთან. კომიტეტები შედგება შესაბამისი სფეროს თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებისაგან, ასევე, მთავრობათა ექსპერტებისაგან. ისინი უზრუნველყოფენ, რომ კომისიამ გაითვალისწინოს იმათი ინტერესები, ვისზეც გავრცელდება საკანონმდებლო აქტი. არსებობს დაახლოებით 60-მდე საკონსულტაციო კომიტეტი, რომლებიც ფარავენ ყველა სექტორს, თუმცა მათი ნახევარი მხოლოდ სოფლის მეურნეობის საკითხებზე მუშაობს \nევროპის პარლამენტში სხვადასხვა მუდმივი კომიტეტი ორგანიზებას უწევს პარლამენტის წევრთა მუშაობას \nკომიტეტები და სამუშაო ჯგუფები დახმარებას უწევენ მინისტრების საბჭოსაც. ზოგიერთი კომიტეტი გათვალისწინებულია ხელშეკრულებით (მაგალითად, ევროპის გაერთიანების 36-ე მუხლი, მართლმსაჯულება და შინაგანი საქმეები), დანარჩენები კი სპეციალურ კომიტეტებს წარმოადგენენ, როგორიცაა, მაგალითად, კულტურის კომიტეტი, რომელიც ახდენს კულტურის სფეროში არსებული ინიციატივების შეფასებას, ამზადებს საბჭოს განხილვებსა და თვალყურს ადევნებს გადაწყვეტილებათა შესრულებას. თითოეული კომიტეტი შედგება წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისა და კომისიის ერთი წევრისაგან. პარალელურად, სხვადასხვა სამუშაო ჯგუფები ამზადებენ კორეპერის შეხვედრებსაც \nგარდა ამისა, გაერთიანების მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტის განსახორციელებლად შესაძლოა საჭირო გახდეს აღსრულების უფრო კონკრეტული ზომების შემუშავება. ასეთ შემთხვევაში კონკრეტული საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებულია კომისიის შიგნით სპეციალური კომიტეტის შექმნა, რომელიც მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებებს. ამ კომიტეტებს თავმჯდომარეობს კომისია და მასში შედიან ექსპერტები, რომელთაც წევრი სახელმწიფოების მთავრობები ნიშნავენ (იხ. კომიტოლოგია).

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……