კომიტოლოგია

კომიტოლოგია

E. Comitology

ევროპის გაერთიანების ხელშეკრულების თანხმად (მუხლი 202), გაერთიანების კანონმდებლობის აღსრულების ფუნქცია კომისიას ეკუთვნის. თითოეული საკანონმდებლო აქტი თავად განსაზღვრავს, რა უფლებამოსილება ენიჭება კომისიას მისი აღსრულებისათვის და როგორ უნდა გამოიყენოს მან ეს უფლებები. ხშირად, მიღებული საკანონმდებლო აქტი ასევე ითვალისწინებს, რომ კომისიას დახმარებას გაუწევენ სპეციალური კომიტეტები „კომიტოლოგიის” პროცედურების შესაბამისად \nკომიტეტები წევრ სახელმწიფოთა წარმომადგენელთაგან შედგება და მათ კომისია თავმჯდომარეობს. ეს კომიტეტები საშუალებას აძლევენ კომისიას, გაეცნოს ეროვნული ადმინისტრაციების მოსაზრებებს გაერთიანების მიერ მიღებული ზომების აღსრულებამდე. თავის მხრივ, კომისიამ უნდა უზრუნველყოს თითოეულ ქვეყანაში არსებული ვითარების სრულად ასახავა აღსრულების მექანიზმებში \n1999 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება კომიტოლოგიის შესახებ ითვალისწინებს პარლამენტის გაზრდილ როლს კომიტოლოგიის პროცედურაში. კერძოდ, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება თანაგადაწყვეტილების პროცედურის საშუალებით, პარლამენტს შეუძლია არ მიიღოს კომისიის ან საბჭოს მიერ შეთავაზებული აღსრულების ზომები, რომლებიც, მისი აზრით, სცილდება აღსრულებისათვის კანონმდებლობით გათვალიწინებულ უფლებამოსილებას \nკომიტეტები შემდეგ კატეგორიებად იყოფა \n�� საკონსულტაციო კომიტეტი: თავის მოსაზრებას სთავაზობს კომისიას, რომელმაც მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს ისინი. ეს პროცედურა გამოიყენება მაშინ, როდესაც განსახილველ საკითხს არ ახასიათებს პოლიტიკური სიმწვავე \n�� მართვის კომიტეტი: როდესაც კომისიის მიერ შეთავაზებული ზომები ეწინააღმეგება კომიტეტის მოსაზრებას (რომელიც მიღებულია კვალიფიციური უმრავლესობით), კომისიამ უნდა გადაუგზავნოს თავისი წინადადებები საბჭოს, რომელსაც კვალიფიციური უმრავლესობით შეუძლია შეცვალოს გადაწყვეტილება. ეს პროცედურა გამოიყენება ერთიანი სოფლის მეურნეობის პოლიტიკის, მეთევზეობის და ევროპის გაერთიანების ძირითადი პროგრამების მართვასთან დაკავშირებული აღსრულების ზომების მიღებისას \n�� რეგულაციის კომიტეტი: კომისიას მხოლოდ მაშინ შეუძლია მიიღოს აღსრულების ზომები, თუკი მიიღებს კომიტეტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის თანხმობას. ასეთი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში, შეთავაზებული ზომები გადაეგზავნება საბჭოს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას კვალიფიციური უმრავლესობით. თუმცა, საბჭოს მიერ გადაწყვეტილების არმიღების შემთხვევაში კომისია მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას თუ საბჭოს კვალიფიციური უმრავლესობა წინააღმდეგი არაა. ეს პროცედურა გამოიყენება ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე და საკანონმდებლო აქტების არაძირითადი დებულებების შესწორებისას.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……