კომპანია საპენსიო

კომპანია საპენსიო

E. pension company

კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ პენსიების გაცემას: დაზღვეული საპენსიო ფონდებიდან და იმართებიან სადაზღვევო კომპანიების მიერ; ან დაუზღვეველი საპენსიო ფონდებიდან, რომლებიც იმართებიან საწარმოების და მათი მინდობით ბანკების მიერ. დაფინანსების წყაროებია: ფონდირებული საშუალებები (ფონდის სახსრები დაბანდებულია ფასიან ქაღალდებში) და არაფონდირებული საშუალებები (პენსიები გაიცემა მიმდინარე ანგარიშიდან). საქართველოში სადაზღვევო კომპანიის ფუნქციას ასრულებს: სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, საიდანაც გაიცემა სახელმწიფო სავალდებულო სადაზღვევო პენსია; არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი იურიდიული პირი, რომელიც გასცემს არასახელმწიფო სადაზღვევო პენსიას.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……