კომპიუტერული ქსელი

კომპიუტერული ქსელი

E. computer network

ორი ან მეტი ურთიერთდაკავშირებული კომპიუტერული სისტემა ან მოწყობილობა. გამოიყენება კომპიუტერულ მოწყობილობებს შორის ინფორმაციის გასაცვლელად. ურთიერთკავშირი შესაძლებელია განხორციელდეს სპეციალური კაბელებით, უმავთულო ტექნოლოგიებით ან ელექტროქსელით. არსებობს შემდეგი სახის კომპიუტერული ქსელები:

1. პერსონალური კომპიუტერული ქსელი (Personal Area Network) – კომპიუტერული ქსელი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ერთი პირის მახლობლად განთავსებულ კომპიუტერულ და ციფრულ პერიფერიულ მოწყობილობებს (ტელეფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ტელევიზორი, ფაქსი, უსაფრთხოების სისტემა და სხვ.). შემოისაზღვრება რამდენიმე მეტრით;

2. საშინაო კომპიუტერული ქსელი (Home Area Network) – პერსონალური კომპიუტერული ქსელი საშინაო პირობებში;

3. ლოკალური კომპიუტერული ქსელი (Local Area Network) კომპიუტერული ქსელი ერთი შენობის ფარგლებში;

4. ტერიტორიული კომპიუტერული ქსელი (Campus Area Network) კომპიუტერული ქსელი, რომელიც აკავშირებს ერთმანეთის ახლოს განლაგებულ, ერთი ორგანიზაციის (სასწავლო დაწესებულება, კომპანია, სამხედრო ბაზა) კუთვნილებაში მყოფ შე160 ნობებს;

5. საქალაქო კომპიუტერული ქსელი (Metropolitan Area Network) ერთი ქალაქის ან დასახლებული პუნქტის ფარგლებში მოქცეული კომპიუტერული ქსელი;

6. ფართო მასშტაბის კომპიუტერული ქსელი (Wide Area Network) კომპიუტერული ქსელი, რომელიც აერთიანებს ფართო გეოგრაფიულ არეალში განთავსებულ ლოკალურ ქსელებს.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……