კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორია

კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორია

ერთ–ერთი ძირითადი თეორია საერთაშორისო ურთიერთობათა მეცნიერებაში. ამ თეორიის ავტორები არიან ამერიკელი მეცნიერები რ. ქიოჰანი და ჯ. ნეი, რომლებმაც 1977 წელს გამოცემულ წიგნში „ძალა და ურთიერთდამოკიდებულება“ ჩამოაყალიბებს მისი ძირითადი პრინციპები. ეს თეორია პრინციპულად ეწინააღმდეგება პოლიტიკური რეალიზმის თეორიას და გვთავაზობს შემდეგ დებულებებს: თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოს, როგორც საერთაშორისო ურთიერთობათა მონაწილის როლი განუხრელად მცირდება; სახელმწიფო არ არის არც უნიტარული (ერთგვაროვანი) ერთეული და არც ძირითადი სუბიექტი თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში; უფრო მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების, ტრანსნაციონალური კორპორაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა მოძრაობათა და პიროვნებათა როლი; გარდა ამისა, ძალა და, კერძოდ, სამხედრო ძლიერება აღარ წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობათა განმსაზღვრელ ფაქტორს და იგი თანდათან იცვლება ეკონომიკური ძლიერების ფაქტორით; სახელმწიფოს ძირითადი მიზანი მატერიალური კეთილდღეობაა, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეროვნული ინტერესები, კერძოდ, ეკონომიკური კეთილდღეობის მიზნით სახელმწიფომ შეიძლება შეზღუდოს საკუთარი სუვერენიტეტი და დათმოს ზოგიერთი ინტერესი (ამის მაგალითია ევროკავშირის ქვეყნები); რაც მთავარია, თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში საერთაშორისო ურთიერთობათა სუბიექტები ისე არიან ერთმანეთზე დამოკიდებული და ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ქმნიან ერთ მთლიანობას, რომლის შენარჩუნება ყველა მათგანის ძირითადი ინტერესია; სწორედ ამიტომ სახელმწიფოთა ურთიერთდაახლოება შეუქცევადი პროცესია, რაც მომავალში სულ უფრო შეამცირებს ეროვნული სახელმწიფოს როლს და გაზრდის საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების როლს, მოხდება, საერთაშორისო საზოგადოების ჩამოყალიბება და სრულყოფა, ხოლო ძალისა და უსაფრთხოების პრობლემები პლურალისტურ საფუძველზე გადაიჭრება.

See also: საერთაშორისო რეჟიმი

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……