კომუნიკაცია

კომუნიკაცია

ინფორმაციის გადაცემა ერთი სისტემიდან მეორეზე სიგნალების სპეციალური მატარებლებით. ადამიანთა საზოგადოებაში კ. ხორციელდება ინდივიდებს, ორგანიზაციებს, საზოგადოებებს, კულტურებს შორის ნიშნების სისტემათა (ენის) მეშვეობით. კ. ადამიანებს შორის ხორციელდება ნიშნობრივი წარმონაქმნების (შეტყობინებათა) გაცვლის მეშვეობით, რომლებშიც განივთებულია ცოდნა, აზრები, ღირებულებითი ურთიერთობები, მეკავშირე მხარეების მოღვაწეობის პროგრამები. კ–ის საშუალებები და ფორმები ასახავს საზოგადოებრივ ურთიერთობებსა და ადამიანთა ისტორიულ გამოცდილებას. იგი უზრუნველყოფს აგრეთვე სოციალური გამოცდილების დაგროვებასა და გადაცემას, შრომის განაწილებასა და ერთობლივი მოღვაწეობის ორგანიზაციას, მართავს, კულტურის ტრადიციის გადაცემასა და ა.შ.

კ–ის საშუალებები განსაკუთრებით განვითარდა გასული საუკუნის 20-იან წლებიდან. ეს დაკავშირებულია ტექნიკური საშუალებებისა და ინფორმაციის გადაცემის ოგანიზაციული პირობების გაერთიანებასთან, რამაც გამოიწვია მოკავშირე მხარეების უშუალო ურთიერთმოქმედების შემცირება. პრესის, ელექტრონული კავშირის (ტელეგრაფის, ტელეფონის, რადიოს, ტელევიზიის) მეშვეობით ძალზე შემცირდა მანძილი და დრო მხარეებს შორის. კ–ის თეორიის განვითარებამ განაპირობა კიბერნეტიკის, ინფორმატიკის, სემიოტიკის ჩამოყალიბება. კ–ის ცნება დღეს ცენტრალურ კატეგორიად ყალიბდება სოციალურ თეორიაში (ი. ჰაბერმასის „კომუნიკაციური მოქმედების თეორია, ნ. ლუმანის „სოციალური სისტემების თეორია“ და სხვ.). მარტივი კ–ის სისტემა, როგორც მინიმუმ, მოიცავს:

1. კ–ის ორ მონაწილეს;

2. სიტუაციას ან სიტუაციებს, რომლის გააზრებას და რის გაგებასაც ისინი ესწრაფვიან;

3. ტექსტებს, რომლებიც სიტუაციის საზრისს გამოთქვამენ ენის ან რომელიმე მოცემული სემიოტიკური სისტემის ელემენტებში;

4. ტექსტების მიმართულების მიმცემ მოტივებსა და მიზნებს.

კ. ფართო აზრით ადამიანური ცხოვრებისა და საქმიანობის ერთ–ერთი საფუძველია. იგი წარმოადგენს ინტელექტუალურ პროცესს, რომელსაც აქვს მტკიცე იდეურ–შინაარსობრივი გეგმა და დაკავშირებულია სოციალური მოქმედების განსაზღვრულ სიტუაციებთან. გამოყოფენ აგრეთვე ეგზისტენციალური კ–ის სახეს, რომელშიც მოიაზრება „მე“–ს, სელფის (Self) სხვაში – მეორე ადამიანში აღმოჩენის აქტი.

კ–ის თეორიის პრობლემების კვლევაში წამყვან როლს ასრულებს მასობრივი კ–ების სოციოლოგია. გამოყოფენ მასობრივ, პიროვნებათაშორის, მეცნიერულ და სხვ. კომუნიკაციებს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

კომუნიკაცია წარმოადგენს ადამიანებს შორის ვერბალური (სიტყვიერი) და არავერბალური სიმბოლოების საშუალებით აზრების, გრძნობების, დამოკიდებულებების და იდეების ურთიერთგაცვლას. კომუნიკაცია მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „კომუნიკარე“, რაც ნიშნავს: „გავხადოთ ყველასთვის გასაგები“. ვერბალური კომუნიკაცია გულისხმობს სიტყვების საშუალებით ინფორმაციის გადაცემას. არავერბალური კომუნიკაცია (პოზა, მიმიკა, ჟესტიკულაცია, პაუზები, ხმის ინტონაცია და სიმაღლის ცვლილება, სქემა, დიაგრამა, სხვადასხვა შრიფტი) კი მოიცავს მოსაუბრის დამოკიდებულებას, რომელიც თან ახლავს და ავსებს სიტყვიერ ინფორმაციას. არავერბალური სიგნალები მიგვითითებენ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს სიტყვების მნიშვნელობის გაგება.

ეფექტური კომუნიკაციის დროს ჩვენ უნდა გავიგოთ არა მხოლოდ ტექსტის პირდაპირი შინაარსი, არამედ ქვეტექსტიც, ანუ ისიც, თუ რას გულისხმობს მოსაუბრე.

კომუნიკაციური უნარ-ჩვევებია: მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა, არავერბალური კომუნიკაცია, ინფორმაციის გარდაქმნა-ტრანსფორმაცია (სმენითი, წერილობითი და გრაფიკული ინფორმაციის ერთი ფორმიდან მეორეში გადატანა), სპეციალური ენის ფლობა (სხვადასხვა მეცნიერებების ენობრივი აპარატის ფლობა და სიმბოლოებით ოპერირება).

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]

E. communication

Fr. communication

L. communicatio შეტყობინება, გადაცემა

დაკავშირების, გადაცემის, ურთიერთობის ნებისმიერი საშუალება; კავშირგაბმულობა, საინფორმაციო კავშირი, ინფორმაციის გაცვლის სისტემა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……