კომუნიკე

კომუნიკე

E. Communique

ოფიციალური საერთაშორისო ხასიათის მოვლენათა შესახებ. შეიძლება ატარებდეს სახელმწიფოსთან საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანოს ცალმხრივი დოკუმენტის სახეს, რომლითაც საზოგადოებრიობას აცნობენ მომხდარი ფატქების, მიმდინარე მოლაპარაკებებისა და სხვა მოვლენათა შესახებ. მაგ.: საერთაშორისო მოლაპარაკებათა დაწყების, მიმდინარეობის ან დამთავრების შესახებ, შეიარაღებული კონფლიქტის მსვლელობის შესახებ. კ–ს აქვს მხოლოდ პოლიტიკური დეკლარაციის ძალა და ის ვერ მიეკუთვნება საერთაშორისო სამართლის წყაროებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები კისრულობენ გარკვეულ მოვალეობებს და მაკფიოდ მიუთითებენ მათ იურიდიულად სავალდებულოობაზე, ეს დოკუმენტი ხდება საერთაშორისო ხელშეკრულება.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

See also: საერთაშორისო კონფერენცია

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. communique

Fr. communique, communiquer შეტყობინება, გადაცემა

L. communicare შეტყობინება

ოფიციალური შეტყობინება (უპირატესად საერთაშორისო ხასიათის).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……