კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ

კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ

E. Covention on the Elimination of All Forms of Racial Discrimination

მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1966 წელს, ხოლო ძალაში შევიდა 1969 წელს. ამ კონვენციით (I – ლი მუხ.) უკანონოდ არის გამოცხადებული რასობრივი დისკრიმინაცია, ანუ ყველა ის განსხვავება, გამონაკლისობა, შეზღუდვა და გამორჩევა, რომლებიც ეყრდნობიან რასობრივ, კანის ფერის, ეროვნულ თუ ეთნიკურ ნიშნებს და რომლებიც მიზნად ისახავენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული თუ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა ნებისმიერ დარგში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა არრაების, გამოყენების ან თანაბარ საწყისებზე განხორციელების გაუქმებას ან შეზღუდვას \nკონვენცია გმობს არა მარტო რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმას, განსაკუთრებით სეგრეგაციასა და აპარტეიდს, არამედ დანაშაულად აცხადებს რასობრივ უპირატესობასა და სიძულვილზე აგებული იდეების ყოველგვარ გავრცელებას, რასობრივი დისკრიმინაციისაკენ წაქეზებას, აქტებს, რომლებიც მიმართულია რასობრივი ჯგუფების ან კანის ფერის თუ ეთნიკური წარმოსობის ნიშნით განსხვავებული ჯგუფების წინააღმდეგ; კრძალავს ისეთი ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც ეწევიან რასობრივი დისკრიმინაციის პროპაგანდას ან წაქეზებულობას მის ჩასადენად; გმობს და უკანონოდ აცხადებს ყველა ისეთ ორგანიზაციას, რომლებიც ზემოაღნიშნულ იდეებსა და თეორიებს ეყრდნობიან და ცდილობენ მათ განხორციელებას. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, გაატარონ მთელი რიგი კონკრეტული ღონისძიებებისა, რომლებიც ჩამოთვლილია კონვენციაში; ამ ვალდებულებათა შესრულების კონტროლი დაკისრებული აქვს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……