კონვენცია

კონვენცია

E. Convention

მართლმსაჯულებისა და შინაგანი საქმეების საკითხებზე თანამშრომლობა მაასტრიხტის ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული. ხელშეკრულების მეექვსე თავი ამ სფეროში თანამშრომლობისათვის რამდენიმე სამართლებრივ ინსტრუმენტს, მათ შორის, კონვენციებს ითვალისწინებს. ამსტერდამის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ კონვენციები გამოიყენება მხოლოდ პოლიციისა და სისხლისსამართლებრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამსტერდამის ხელშეკრულებამ კონვენციათა დადების წესებიც შეცვალა.

კონვენცია მიიღება ერთხმად მინისტრების საბჭოს მიერ პარლამენტთან კონსულტაციის შემდეგ. კონვენციას უნდა გაუკეთდეს რატიფიცირება წევრ სახელმწიფოებში. იგი ძალაში შედის მას შემდეგ, რაც წევრ სახელმწიფოთა ნახევარი მაინც გააკეთებს მის რატიფიცირებას.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

E. concord, convention, treaty

Fr. convention

L. conventio შეთანხმება, ხელშეკრულება

სპეციალური საკითხის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……