კონვენციები და შეთანხმებანი მონობისა და მონებით ვაჭრობის აღკვეთის შესახებ

კონვენციები და შეთანხმებანი მონობისა და მონებით ვაჭრობის აღკვეთის შესახებ

E. Convention and Agreements on Elimination of Slavery and Trade in Saves

ადამიანის უფლებების დაცვის მომწესრიგებელ ნორმათა შორის ამ სფეროში მოქმედი აქტები ერთ–ერთი უძველესი საერთაშორისოსამართლებრივი აქტებია. ასეთ ნორმათა სემცველი პირველი კონვენცია მიიღეს 1926 წელს, რომელიც 7.XII.1953 მიღებული ოქმით ნაწილობრივ შეიცვალა. მალე (7.XII.1956) მიიღეს მეორე, დამატებითი კონვენციაც. ეს აქტები კრძალავენ არამარტო მონობასა და მონებით ვაჭრობას, არამედ ისეთ მოვლენებსაც, როგორებიცაა: ქალისა და ბავშვის გადაქცევა მონებად, ყმობა და ა.შ. აღნიშნული კონვენციები აკისრებენ ვალდებულებას სახელმწიფოებს, გააუქმონ ყველა ისეთი კანონი, რომლებიც ხელყოფენ მონებით ვაჭრობისა და მონობის დაუშვებლობის პრინციპს; ეს კონვენციები ითვალისწინებენ ამ პრინციპის დამრღვევთა დასჯის საშუალებებს. ზოგიერთი ხარვეზის მიუხედავად, აღნიშნული კონვენციები პროგრესული აქტებია და ხელს უწყობენ მონობის წინააღმდეგ ბრძოლას. აღსანიშნავია, რომ ახლო და შუა აღმოსავლეთში, ასევე აფრიკაში დღესაც გვხვდება მონობის საშინელი ფაქტები. დღემდე მუსლიმურ აღმოსავლეთსა და აფრიკაში მილიონი ნახევარი ადამიანი ან აშკარა მონურ, ან ბატონყმურ მდგომარეობაშია, რაც 1956 წლის კონვენციის თანახმად, აგრეთვე, მონობის ნაირსახეობად ითვლება.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……