კონკორდატი

კონკორდატი

რომის პაპის, როგორც კათოლიკური ეკლესიის მეთაურის ხელშეკრულება რომელიმე სახელმწიფოსთან, რომელიც არეგულირებს კათოლიკური ეკლესიის მდგომარეობას მოცემულ სახელმწიფოში და მის მიმართებას ვატიკანთან. ეს ტერმინი სხვა კონტექსტში შეიძლება გამოყენებული იყოს ძირითადად „შეთანხმების“ აღსანიშნავად. ასეთია საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის დადებული კ., რომელშიც განსაზღვრულია მათი ურთიერთდამოკიდებულების უმნიშვნელოვანესი საკითხები. კ. შეიძლება შეგვხვდეს არა ეკლესიასა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ურთიერთობის აღმნიშვნელად, არამედ წმინდა პოლიტიკური მნიშვნელობითაც. ასე მაგ., მოიხსენიებენ შვიდი შვეიცარიული კანტონის კ–ს (1832), რომელსაც მიზნად ჰქონდა ლიბერალური და დემოკრატიული რეფორმების გატარება ქვეყნის პოლიტიკურ მმართველობაში, ქვეყნის ცენტრალიზაცია და ა.შ.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. concordat

G. konkordat

Fr. concordat

L. Concordare შეთანხმებული, თანხმობაში ყოფნა, მოყვანა

რომელიმე სახელმწიფოს მთავრობასა და ვატიკანს შორის დადებული, მოცემულ ქვეყანაში მათი ურთიერთობის განმსაზღვრელი ხელშეკრულება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……