კონკუბონატი

კონკუბონატი

(ლათ. concubinatus – ერთად ცხოვრება)– იგი აღნიშნავს ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრებას ქორწინების (სამოქალაქო, საეკლესიო) გარეშე. ეს ცნება ძველ რომში წარმოიქმნა. ქართულად მის შესატყვისად საყვარლოების ინსტიტუტი შეიძლება მივიჩნიოთ. მთელს მსოფლიოში არსებობდა და არსებობს ქალის კონკუბინატად „აყვანის“ ტრადიცია ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენელი მამაკაცისათვის – მეფიდან დაწყებული ვიდრე ჯარისკაცამდე. კონკუბინატად, ბუნებრივია, მამაკაციც შეიძლება იგულისხმებოდეს. ევროპაში მამაკაცისა და ქალის ამგვარ თანაცხოვრებას თავისუფალ, ფაქტობრივ ქორწინებას უწოდებენ, რომის იმპერიის დროს კონკუბინატის შედეგად შეძენილ ბავშვებს გარკვეული უფლებები ენიჭებოდათ. მაგალითად, მიწის მემკვიდრეობით მიღების უფლება, მაგრამ როგორც წესი, პრიორიტეტი „კანონიერ“ შვილებს ეძლეოდათ. ქართველ მეფეებსაც ჰყავდათ ხასები (კონკუბინატი ქალები), ბატონყმობის დროს ქართველი ბატონი გლეხის ქალთან ცხოვრობდა, თუმცა ამ კავშირის ლეგიტიმაცია არასოდეს ხდებოდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში რეგისტრირებული ქორწინება. ამიტომაც, ფაქტობრივი განქორწინების, გაყრის შემთხვევაში, ქალები მოკლებლუნი არიან სამართლებრივ გაყოფას, მემკვიდრეობის გახსნის დროს სამკვიდროს მიღებას თუ სხვა საოჯახო საკითხების გადაწყვეტაში თანასწორ მონაწილეობას.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……