კონკურენცია

კონკურენცია

E. Competition

კონკურენციის მიზანია, უზრუნველყოს თავისუფალ ბაზარზე დაფუძნებული ევროპის ეკონომიკური ზონის ეფექტური მუშაობა. ევროგაერთიანების კონკურენციის პოლიტიკა (მუხლები 81-89) ხუთ ძირითად პრინციპს ემყარება:

▪ შეთანხმებული ქმედებების, ასოციაციების აკრძალვა საწარმოებს შორის, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობაზე, ან ხელი შეუშალოს და შეზღუდოს კონკურენცია ევროპის საერთო ბაზარზე;

▪ საერთო ბაზარზე დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენების აკრძალვა, როდესაც ის გავლენას ახდენს ვაჭრობაზე წევრ სახელმწიფოებს შორის;

▪ წევრი სახელმწიფოების მიერ ნებისმიერი ფორმით გაღებული დახმარების ზედამხედველობა, როდესაც მან შესაძლოა ხელი შეუშალოს კონკურენციას ერთი რომელიმე საწარმოს ან პროდუქციის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებით;

▪ დიდ საწარმოთა გაერთიანებების პრევენტული ზედამხედველობა მთელი ევროკავშირის მასშტაბით, დაგეგმილი ალიანსების დაშვების ან აკრძალვის გზით;

▪ იმ სექტორების ლიბერალიზაცია, სადაც ესა თუ ის კერძო თუ სახელმწიფო საწარმოები თანდათანობით იქცნენ მონოპოლიებად, კერძოდ, ტელეკომუნიკაციები, ტრანსპორტი ან ენერგეტიკა.

პირველ ორ პრინციპთან დაკავშირებით შესაძლოა არსებობდეს გამონაკლისები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საწარმოთა შორის შეთანხმება აუმჯობესებს პროდუქციას ან მის დისტრიბუციას, ან ხელს უწყობს ტექნიკურ პროგრესს. სახელმწიფო დახმარებების სპეციალური სქემები, სოციალური სუბსიდიები თუ კულტურული სუბსიდიები, რომელთა მიზანია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, შესაძლო გამონაკლისთა მაგალითებს წარმოადგენს.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

E. competition

L. concurere შეჯახება, შეტაკება

1. მეტოქეობა საქონლის წარმოებისა და რეალიზაციის ხელსაყრელი პირობებისთვის;

2. საბაზრო სიტუაცია, როდესაც ბაზარზე არის მრავალი მწარმოებელი (გამყიდველი) და მრავალი მომხმარებელი (მყიდველი).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. კონკურენცია – მეტოქეობა, შეჯიბრება ბაზარზე გამოსულ საწარმოთა შორის, რომლებსაც მიზნად აქვთ თავიანთი პროდუქციის გასაღების უკეთესი შესაძლებელობების უზრუნველყოფა მყიდველების განსხვავებული მოთხოვნების დაკმაყოფილების გზით. საერთაშორისო ბაზარზე მუდმივად არის საქონელმწარმოებელთა მწვავე კონკურენცია. საერთაშორისო ბაზარზე გასვლისათვის საჭიროა წარმოდგენილი ადგილობრივი საქონლის კონკურენტუნარიანობის საგრძნობი ამაღლება. იმპორტის შემთხვავაში კი საზღვარგარეთელ გამყიდველთა კონკურენციის გამოყენება გვაძლევს შესყიდვების ხელსაყრელი პირობების მიღწევის საშუალებას.  – მიზნის მიღწევის მცდელობა მოწინააღმდეგეთა ჩამოშორების ან წინგასწრების გზით, რომლებიც იდენტური მიზნების მღწევისაკენ ისწრაფვიან. (სოც. და მარკ.კვლ.)(2)    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……