კონოსამენტი

კონოსამენტი

E. bill of lading

Fr. connaissement

ხელწერილი, რომელსაც გასცემს გემის მფლობელი ტვირთის მფლობელზე (გამგზავნზე) იმის დასადასტურებლად, რომ ტვირთი მიღებულია საზღვაო გზით გადასაზიდად. იგი საბირჟო საქონელთან და ხელშეკრულებებთან ერთად შეიძლება გახდეს ბირჟაზე ვაჭრობის საგანი და იქცეს საქონელგანმანაწილებელ დოკუმენტად.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. კონოსამენტი – გემის მფლობელის მიერ გაცემული ხელწერილი (დოკუმენტი), რომელიც ტვირთის მფლობელს (გამგზავნს) ეძლევა იმის დასადასტურებლად, რომ ტვირთი მიღებულია საზღვაო გზით გადასაზიდად (სხვა საბირჟო საქონელთან და კონტრაქტებთან ერთად კონოსამენტი შესაძლებელია გახდეს ბირჟაზე ვაჭრობის საგანი და იქცეს საქონელგანმანაწილებელ დოკუმენტად).   Source: საქართველოს კანონი „სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ“, 1999 წლის 23 ივნისი, მუხლი 2. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……