კონსენსუსი

კონსენსუსი

გადაწყვეტილებების ან დოკუმენტების მომზადებისა და მიღების სახე, რომლის დროსაც განსახილველი დებულება მიიღება არა კენჭისყრით, არამედ შეთანხმებით. კ–ის დროს რომელიმე მხარე, რომელიც თანახმა არ არის დოკუმენტის ამა თუ იმ კონკრეტული დებულების მიღებაზე, მაინც მხარს უჭერს მთელი დოკუმენტის, გადაწყვეტილების მიღებას მისი ზოგადი ხასიათიდან ან მიზნებიდან გამომდინარე. კ. მჭიდროდ უკავშირდება საკითხების „პაკეტში“ მიღების მეთოდს, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება არა დოკუმენტის ცალკეული პუნქტების მიხედვით, არამედ მთლიანად. დასავლურ პოლიტიკურ პრაქტიკაში კ. განსაკუთრებით ხშირად ფიგურირებს პარტიათა შორის ურთიერთობებში, როდესაც რომელიმე პრობლემის მიმართ მიღწეულია ზოგადი თანხმობა.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. consensus

L. consensus თანხმობა, ერთსულოვნება

მსჯელობისა და ურთიერთდათმობების შედეგად, საერთო თანხმობით სადავო საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. კონსენსუსი – Consensus  – [ლათ.consensus თანხმობა, ერთსულოვნება] – სადავო საკითხებზე ზოგადი თანხმობა, რომელსაც მიაღწიეს საერთაშორისო მოლაპარაკების, კონფერენციის მონაწილეებმა (კონსენსუსისათვის საჭიროა უკლებლივ ყველა მონაწილის თანხმობა); შემდგომში იგი შეიძლება გახდეს საფუძველი საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოსაწერად.    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……