კონსტრუქციული თავშეკავება

კონსტრუქციული თავშეკავება

E. Abstention, constructive (positive abstention)

ამ ტერმინით აღინიშნება მინისტრების საბჭოში ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხზე სახელმწიფოს მიერ ხმის მიცემისაგან თავის შეკავება იმ შემთხვევაში, როცა ეს ხელს არ უშლის გადაწყვეტილების ერთხმად მიღებას თავშეკავების ეს ფორმა პირველად შემოღებულ იქნა ამსტერდამის ხელშეკრულებით და აისახა ევროპის კავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულების 23-ე მუხლში. თუ კონსტრუქციულ თავშეკავებას თან ახლავს ოფიციალური დეკლარაციაც, შესაბამისი წევრი სახელმწიფო არაა ვალდებული მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების აღსრულებაში, მაგრამ მან უნდა აღიაროს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სავალდებულოა ევროპის კავშირისათვის. ამ შემთხვევაში, შესაბამისი წევრი სახელმწიფო არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა ევროპის კავშირის აღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მოქმედებებთან.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……