კონტრაბანდა

კონტრაბანდა

E. contraband, smuggling

Fr. contreband

It. Contrabbando. contro წინააღმდეგ + bando ბრძანებულება, განკარგულება

ქვეყნის საზღვარზე, უბაჟოდ, საიდუმლოდ საქონლის გადატანა. აგრეთვე, ასეთი სახით გადაზიდული საქონელი. საბაჟო კანონმდებლობით სამართალდარღვევა, რომელიც საბაჟოს გვერდის ავლით ტვირთის უკანონო გადაზიდვით გამოიხატება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. კონტრაბანდა – საქონლის ძვირფასეულობის ან სხვა ნივთების სახელმწიფო საზღვარზე უკანონო გადაადგილება, ასევე საზღვარზე გადაადგილებასთან დაკავშირებული სხვა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები, რომლისთვისაც კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითალისწინებს.უკანონო გადაადგილებაში იგულისხმება ტვირთის გადაადგილება საბაჟოს გვერდის ავლით (კერძოდ, საბაჟო კონტროლის ადგილისა და დროის მიღმა ან საბაჟო კონტროლისაგან მალულად). თვით კონტრაბანდა, ასევე საშუალებები, რომლითაც ხდება კონტრაბანდა ექვემდებარება კონფისკაციას, მიუხედავად იმისა დადგენილია თუ არა მფლობელი. კონფისკაციის შეუძლებლობისას ამოიღება კონტრაბანდული საქონლის მიახლოებითი ღირებულება. ადმინისტრაციული წესით კი განსაზღვრულია ჯარიმები.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……