კონტრაქტი

კონტრაქტი

E. contract note, contractual agreement, contract, agreement, bought note, appointment

L. contractus

1. წერილობითი ხელშეკრულება, შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს მისი დამდები მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებს;

2. მიწოდების, მომარაგების, სანაღდო, გადაზიდვის, სესხის და ა.შ. ხელშეკრულების გასაფორმებლად სამეურნეო პრაქტიკაში გამოყენებული დოკუმენტი. იგი განსაზღვრავს პარტნიორების (კონტრაგენტების) უფლება-მოვალეობებს: ასევე გარიგების საფინანსო, კომერციულ, სავალუტო, სატრანსპორტო და სხვა პირობებს.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. კონტრაქტი – რეგისტრირებული საბირჟო გარიგება მოლაპარაკებულ მხარეებს – კონტრაგენტებს შორის, რომელშიც განსაზღვრულია მხარეთა უფლებები და ვალდებულებები, მათი შესრულების პირობები, ვადები და პასუხისმგებლობა კონტრაქტის შეუსრულებლობისათვის.   Source: საქართველოს კანონი „სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ“, 1999 წლის 23 ივნისი, მუხლი 2. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

3. კონტრაქტი – წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს მასზე ხელმომწერი მხარეების ურთიერთმოვალეობებსა და უფლებებს.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……