კონტრკულტურა

კონტრკულტურა

კ–ს ხშირად ალტერნატიულ კულტურასაც უწოდებენ, რითაც აღინიშნება სუბკულტურის ის ფორმა, ანუ ღირებულებებისა და ნორმების ის სისტემა, რომელიც არათუ განსხვავდება გაბატონებული კულტურისაგან, არამედ უპირისპირდება კიდეც მას. კ. შეიძლება შეიქმნას საერთო ინტერესების ან სოციალური გამოცდილების საფუძველზე, რომელიც მკვეთრად განსხვავებულია იმისაგან, რასაც საზოგადოების უმრავლესობა „ჩვეულებრივად“ ან „ნორმალურად“ მიიჩნევს. განსაზღვრული კ–ის არსებობას პროცესუალური და კონტექსტუალური ხასიათი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დაპირისპირება გაბატონებულ კულტურასთან შეიძლება შესუსტდეს ან საერთოდ გაქრეს კიდეც. კ. ხშირად ასოცირდება ისეთ ალტერნატიულ კულტურასთან, როგორიც იყო ჰიპების მოძრაობა XX ს–ის 60-იან წლებში, თუმცა, იგი შეიძლება შეიქმნას პოლიტიკური პრინციპების გარშემოც, როგორიცაა, მაგალითად, მწვანეთა მოძრაობა.

See also: სუბკულტურა

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

2. კონტრკულტურა – ჯგუფში აღიარებული კულტურული ნიმუშების ერთობლიობა, რომლებიც დომინანტი კულტურის ნიმუშებთან დაპირისპირებულია და უგზავნის მას გამოწვევას. (სოც. და მარკ.კვლ.)    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……