კონტროლი

კონტროლი

E. control

Fr. Controle.

ძვ. ფრანგ. conterole. contre საწინააღმდეგო + role სია

შემოწმება, აგრეთვე, შემოწმების მიზნით წარმოებული დაკვირვება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. კონტროლი – კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საქმიანობაზე და ამ საქმიანობიდან გამომდინარე გადაწყვეტილებაზე პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა.   Source: საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75;;   საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“, 1996 წლის 23 თებერვალი, მუხლი 1;   სურსათის, თამბაქოს და მათი ნედლეულის, აგრეთვე სურსათისა და თამბაქოს მწარმოებელი და მარეალიზებელი ობიექტების ერთი ან რამდენიმე მახასიათებლის შემოწმება, ტესტირება ან შეფასება და მიღებული შედეგების დადგენილ მოთხოვნებთან შედარება.   Source: საქართველოს კანონი „სურსათისა და თამბაქოს შესახებ“, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2;   თუ კონტექსტი სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ვითარება, როდესაც პირი ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა წრე საწარმოში ფლობს ხმების 10%-ზე მეტს.   Source: საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2;   ;   ;   ;   ;   ;   . მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

3. კონტროლი – დაკვირვების (ექსპერიმენტის) ქვეშ მყოფ ცვლადზე გავლენის მქონე ფაქტორთა შეზღუდვა. რაიმე ცვლადის ერთ დონეზე შენარჩუნება ორ ან მეტ სხვადასხვა ცვლადს შორის დამოკიდებულების შესწავლისას. (სოც.კვლ.,მარკ)    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……