კონფლიქტების გადაწყვეტა

კონფლიქტების გადაწყვეტა

E. Conflict resolution

პროცესი, რომელიც კომპრომისებისა და პირობების განხილვის, დარწმუნების, ან მანიპულაციის გზით კონფლიქტის მხარეთა მოთხოვნების შეცვლაში და ამ გზით იმ პირობების შექმნაში მდგომარეობს, რომელიც სუბიექტურად მისაღებია ორივე მხარისათვის. ეს შემდგომში შესაძლებელია შეთანხმების საფუძველი გახდეს. კ.გ. განსხვავდება კონფლიქტების რეგულირებისაგან. ეს უკანასკნელი არ აკმაყოფილებს კონფლიქტის მონაწილე მხარეების ყველა ძირითად მოთხოვნას და ინტერესს, მაშინ როდესაც კ.გ. აღწევს ამ მიზანს. კ.გ. შესაძლებელია მიღწეულ იქნეს თვით მონაწილე მხარეთა მიერ, ან, რაც უფრო მოსალოდნელია, მესამე მხარის დახმარებით სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით. ეფექტური საშუამავლო ქმედებები შემდეგი მაჩვენებლებით ხასიათდება: \n1. წარმატების მისაღწევად შუამავალი (მესამე მხარე) თანაბრად უნდა იყოს დაცილებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებისაგან. ორივე მხარის მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება, ან მათგან დამოუკიდებლობა წარმატების მიღწევის მნიშვნელოვანი პირობაა; \n2. წარმატების მისაღწევად შუამავალს უნდა ჰქონდეს პირობების წამოყენების უფლებამოსილება, რაც მატერიალური, ან არამატერიალური რესურსების საშუალებით შეიძლება გამოყენებულ იქნას მხარეთა წინააღმდეგ, თუ ისინი არ ასრულებენ შეთანხმების პირობებს; \n3. წარმატების მისაღწევად მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული შეთანხმების მონაწილე მხარეთა ვინაობა; \n4. წარმატების მისაღწევად კონფლიქტში მონაწილე მხარეებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი ღირსების შენარჩუნების საშუალება. მათ უნდა მიიღონ კომპენსაცია დათმობების სანაცვლოდ, ან უნდა დაინახონ გადაწყვეტის არანულოვანი ვარიანტის უპირატესობა; \n5. კომპლექსურ და იდეოლოგიურ კონფლიქტებში შუამავალი (მესამე) მხარე უნდა ეცადოს უთანხმოების ძირითადი პუნქტების უფრო მცირე ქვეპუნქტებად დაყოფას და იდეოლოგიური მომენტების იზოლირებას; \n6. შუამავალი მხარის მიერ წარმატების მიღწევის შანსი იზრდება ჩიხში მოქცევის შემთხვევაში, როდესაც კონფლიქტის მხარეების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად სუსტდება.

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……