კონფლიქტი

კონფლიქტი

E. Conflict

ორი ან მეტი მხარის (სახელმწიფოები, ჯგუფები, ცალკეული პირები) მიერ ნეგატიური სანქციებისა და სადამსჯელო მოქმედებების შეგნებული ურთიერთგაცვლა, როდესაც თითოეული მხარე ცდილობს უპირატესობის (ძალაუფლების, რესურსების, ღირებულებების) მოპოვებას იმ მეთოდებით, რომლებმაც შეიძლება ძალადობის გამოყენება გამოიწვიონ.

კ. ჩვეულებრივ, იმ ვითარებაში წარმოიქმნება, როდესაც ორი ან მეტი მხარის ინტერესებს, ან ღირებულებებს შორის ანტაგონიზმი არსებობს. ჯანსაღი კონკურენციისაგან განსხვავებით, მოწინააღმდეგისათვის ზიანის მიყენება, ან მისი განადგურება წინასწარგამიზნული აქტია

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

ზოგადად, შეხედულებების დაპირისპირება–შეჯახება. სოციოლოგიაში კ. ნიშნავს განსხვავებულ სოციალურ ჯგუფებს, პიროვნებებსა და ინტერესებს შორის ბრძოლას. კ. არსებობს მაშინ, თუკი ერთ პიროვნებას რამდენიმე შესაძლო, ერთმანეთის გამომრიცხავი ქცევის არჩევანი აქვს, ანუ შესაძლო ქცევებიდან მხოლოდ ერთის არჩევაა შესაძლებელი (ინტრაპერსონალური კ.). ფსიქოანალიზში კ. წარმოდგენილია როგორც ინტრაპერსონალური დაპირისპირება მოთხოვნილებებსა და პრინციპებს შორის (დაპირისპირება რეალობასა და სიამოვნებას შორის). ანტაგონისტური კ. მოცემულია მაშინ, როცა შეურიგებელი და უკომპრომისო მხარეები ერთმანეთს უპირისპირდებიან და ვერ აღწევენ შეთანსმებას (მარქსიზმში: კლასობრივი ბრძოლა). თუ კ. არ მიდის გადაწყვეტამდე, მაშინ ის იწვევს სოციალური სისტემის დეზინტეგრაციას. არსებობს, ასევე, კ–ის სხვა სახეებიც, მაგ., ინდუსტრიული, ინსტიტუციონალური, ლატენტური და ა.შ.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. clash, conflict

L. conflictus შეჯახება

1. მოპირდაპირე ძალთა, საწინააღმდეგო ინტერესთა, შეხედულებათა შეჯახება;

2. საერთაშორისო ურთიერთობათა გაწყვეტა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

3. კონფლიქტი – 1989–1992 წლებში და მის შემდგომ პერიოდში ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შეიარაღებული კონფლიქტი ან/და საქართველოს სხვა რეგიონებში ქართველ და ოს მოსახლეობას შორის დაპირისპირება.   Source: საქართველოს კანონი „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 2. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……