კონფლიქტოლოგია

კონფლიქტოლოგია

საერთაშორისო ურთიერთობების, როგორც სამეცნიერო დისციპლინის ერთ–ერთი ქვედარგი, რომელიც საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი ძალადობრივი კონფლიქტების მიმდინარეობისა და მათი მოგვარების პრობლემებს შეისწავლის. კ. თეორიებსა და კვლევის მეთოდებს რამდენიმე განსხვავებული სამეცნიერო დისციპლინისაგან სესხულობს. საერთაშორისო ურთიერთობების მეორე ქვედარგის, სტრატეგიული კვლევებისაგან განსხვავებით, კ. საერთაშორისო ურთიერთობების პლურალისტურ პარადიგმას ეყრდნობა და სახელმწიფოს კონფლიქტის უმთავრეს მოქმედ პირად არ მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, კ–ის კვლევის ობიექტს არ წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტები და ომები. კონფლიქტების მიზეზების ანალიზისა და გადაწყვეტის გზების ძიებისას კ. მხარეებისაგან მოითხოვს: 1) თავიანთი მიზნების იმგვარად განსაზღვრას, რომ მათი მიღწევა კონფლიქტის გარეშე გახდეს შესაძლებელი; ან 2) თავიანთი ურთიერთობების ისე შეცვლას, რომ მიზნები ერთმანეთს აღარ ეწინააღმდეგებოდეს. არა მარტო კონფლიქტების კვლევისას, არამედ მათი გადაწყვეტისასაც კ. სამეცნიერო და აკადემიური წრეების აქტიურ ჩარევას მოითხოვს. ამ მიზნისთვის იგი აქტიურად იყენებს სოციალური ფსიქოლოგიის მიღწევებს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……