კონფუციანელობა

კონფუციანელობა

რელიგიური სისტემა, რომელიც გავრცელდა ძვ. ჩინეთში, სახელი მიიღო კუნ-ფუძიდან, რომელიც ცხოვრობდა ჩვ. წ. აღ. მე-6-5 საუკუნეებში. ძირითად დოგმატს წარმოადგენს “ჰუმანურობის იდეა”, რომელიც გამოიხატება როგორც ერთგულება, მშობლებისა და უფროსი ადამიანების პატივისცემა, მამაცობა, მოწიწება, ცოდნა, დიდსულოვნება. მოძღვრების მიხედვით, ჰუმანურობა შეიძლება გააჩნდეს მხოლოდ კეთილშობილს. ჩვ. წ. აღ. 174 წელს ხანის დინასტიის იმპერატორმა ინახულა კონფუცის საფლავი და მსხვერპლი შესწირა, ამით საწყისი დაედო კონფუცის პატივისცემას. მე-3 საუკუნეში კონფუცი კანონიზებულ იქნა და ჩინეთის ყველა დიდ ქალაქში დაიწყო მის პატივსაცემად ტაძრების მშენებლობა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……