კრედიტი სამომხმარებლო

კრედიტი სამომხმარებლო

E. consumer credit

სამომხმარებლო საქონლის (ძირითადად გრძელვადიანი მოხმარების) შესაძენად ან მომსახურების ასანაზღაურებლად განვადებით გაცემული სესხი. უცხოეთის ქვეყნებში მისი მაქსიმალური ვადაა სამი წელი, რომლისთვისაც დამახასიათებელია საკმაოდ მაღალი სარგებელი (ასე, მაგალითად, აშშ-ში 18 და მეტი, საფრანგეთში – 30 პროცენტი). სესხის დასაფარავი თანხის დაგვიანებით შეტანის შემთხვევაში მევალის მიერ შესაძენი საქონელი საჯარო ვაჭრობით გაიყიდება, შეტანილი თანხა კი მხოლოდ ნაწილობრივ უბრუნდება მყიდველს.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……