კრიტიკული თეორია

კრიტიკული თეორია

საერთაშორისო ურთიერთობების ტრადიციული თეორიების წინააღმდეგ შექმნილი ლიტერატურა, რომელშიც უარყოფილია საერთაშორისო ურთიერთობების, როგორც მეცნიერების ცალკე დარგის არსებობა. კ. თ–ის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზი უფრო ფართო სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ და ფილოსოფიურ კონტექსტში უნდა მოხდეს და არა ერთი დისციპლინის ფარგლებში. კ. თ. ასოცირდება ე.წ. ფრანკფურტის სკოლის ფილოსოფიურ ტრადიციასთან და მის დამაარსებელ იურგენ ჰაბერმასთან. ჰაბერმასი სოციალური წესრიგის როგორც ეპისტემოლოგიურ, ისე ონტოლოგიურ საფუძვლებს აყენებდა ეჭვქვეშ. საერთაშორისო ურთიერთობებში ამ სკოლის წარმომადგენლებმა ნეორეალიზმისა და ნეოლიბერალიზმის ტრადიციული მიმდინარეობის წინააღმდეგ გაილაშქრეს. კ. თ. ამ ორ მიმდინარეობას ე.წ. „განმანათლებლობის პროექტის“ ნაწილად განიხილავს და მიიჩნევს, რომ განმანათლებლობამ ადამიანი არათუ გაათავისუფლა, არამედ დეჰუმანიზაციამდე მიიყვანა. საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში კ. თ–ის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ თეორიული კვლევის საფუძველი უნდა იყოს არა საერთაშორისო პროცესების „ახსნა“ ან „გაგება“, არამედ მათი ცვლილებებისათვის ხელშეწყობა.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……