კულტი (პიროვნების)

კულტი (პიროვნების)

პოლიტიკური მოღვაწის როლის გადაჭარბებული გაზვიადება, მისთვის ისტორიის მსვლელობაზე გადამწყვეტი ზეგავლენის მიწერა. პიროვნების ისტორიული როლისა და ფუნქციების ამგვარი შეფასება ეწინააღმდეგებოდა მარქსისტულ–ლენინურ თეორიას, რომლის მიხედვითაც ისტორიას ქმნიან არა გმირები, არამედ ხალხი. პიროვნების კ. საბჭოური ტერმინია, რომელიც გამოიყენებოდა საბჭოთა სახელმწიფოში XX საუკუნის 30-50–იან წლებში გაბატონებული სტალინური რეჟიმის დასაგმობად. კომპარტიის XX ყრილობაზე პარტიის ახალმა ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა ტერმინი გამოიყენა როგორც სტალინის პიროვნული მოღვაწეობის ნეგატიური მახასიათებელი. ამითვე ხრუშჩოვი მიანიშნებდა პარტიის ახალ პოლიტიკურ კურსზე, რომლისთვისაც განმსაზღვრელი უნდა ყოფილიყო კოლექტიური მმართველობა.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……