ლაბორატორიის (ცენტრის) აკრედიტაცია

ლაბორატორიის (ცენტრის) აკრედიტაცია – პროცედურა, რომლითაც სამინისტრო და საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ან საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი ორგანო ოფიციალურად აღიარებს ლაბორატორიის (ცენტრის) უფლებამოსილებას, შეასრულოს პროდუქციის, ობიექტის, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ლაბორატორიული გამოცდა ან/და კვლევა სანიტარიულ ნორმებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით. აკრედიტაცია არ ვრცელდება იმ სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საგამოცდო, საწარმოო ან აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების კუთვნილ ნებისმიერი დანიშნულების ლაბორატორიაზე, რომელიც უშუალოდ არ გასცემს (ან არ მონაწილეობს) ჰიგიენურ სერტიფიკატს ან ჰიგიენურ დასკვნას.   Source: საქართველოს კანონი „საქართველოს სანიტარიული კოდექსი“, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 4. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……