ლეგალიზაცია

ლეგალიზაცია

E. Legalisation

1) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთი იმ ქვეყნებში, სადაც საპასპორტო რეჟიმი არ არსებობს; 2) მოქალაქეს უფლების დამადასტურებელი საბუთი ამა თუ იმ მოქმედების შესასრულებლად, აგრეთვე თანხის ან ქონების მისაღებად;

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

E. legalization

Fr. legalisation

L. legalis კანონიერი

1. კანონიერ მდგომარეობაში გადასვლა, რაიმესთვის კანონიერი ძალის მინიჭება;

2. უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტის დედანის და მისი იურიდიული ძალის დადასტურება;

3. სათანადო უფლებამოსილების მქონე საჯარო მოსამსახურის მიერ საბუთის ხელმოწერის ნამდვილობისა და საბუთის ხელმოწერის მომენტისათვის ამ საჯარო მოსამსახურის მიერ შესაბამისი თანამდებობის კანონიერად დაკავების ნამდვილობის სახელმწიფოებრივი დადასტურება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. ლეგალიზაცია – სათანადო უფლებამოსილების მქონე საჯარო მოსამსახურის მიერ საბუთის ხელმოწერის ნამდვილობისა და საბუთის ხელმოწერის მომენტისათვის ამ საჯარო მოსამსახურის მიერ შესაბამისი თანამდებობის კანონიერად დაკავების ნამდვილობის სახელმწიფოებრივი დადასტურება.   Source: საქართველოს კანონი „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“, 1998 წლის 15 ოქტომბერი, მუხლი 3;   საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ლატარიის ბილეთებისა და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღჭურვა სპეციალური დამცავი ნიშნებით.   Source: საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“, 2005 წლის 25 მარტი, მუხლი 3. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……