ლიცენზიის მფლობელი

ლიცენზიის მფლობელი – საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, რომელსაც ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად მინიჭებული აქვს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება.   Source: საქართველოს კანონი „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“, 2000 წლის 15 სექტემბერი, მუხლი 3;   პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება.   Source: საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, 2005 წლის 24 ივნისი, მუხლი 3. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

2. ლიცენზიის მფლობელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი (საკუთრებისა და ორგანიზაციულ – სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), რომელსაც უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსაგან მიღებული აქვს ლიცენზია კონკრეტულ ბირთვულ ან რადიაციულ საქმიანობაზე ამ კანონის შესაბამისად; (საქართველოს კანონი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……