ლიცენზირება

ლიცენზირება

„ლიცენზია” (ლათინური სიტყვაა და ნიშნავს – ,,ნებართვას”) არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება. შესაბამისად, ლიცენზირება გულისხმობს კონკრეტულ სფეროში პროფესიული მოღვაწეობისათვის ოფიციალური ნებართვის მინიჭებას. სახელმწიფო უმეტეს სფეროში პროფესიული მოღვაწეობისათვის აწესებს ლიცენზირებას იმ მიზნით, რომ მოსახლეობა იყოს დაზღვეული მუშაკის არაკომპეტენტურობისაგან. მოქალაქეები ლიცენზირებას გადიან პროფესიული განვითარების ტრენინგებისა და გამოცდების ჩაბარების გზით. საქართველოში დადგენილია საქმიანობის ლიცენზიის 84 სახე და მათგან 4 ეხება საგანმანათლებლო საქმიანობას, კერძოდ,

• ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის გენერალური ლიცენზია;

• დამატებითი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია;

• მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია;

• უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გასცემს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიებს. საქართველოს კანონი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ უფრო დეტალურად განსაზღვრავს თითოეული სახის ლიცენზიის მოპოვების წესსა და პირობებს.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……