ლობიზმი

ლობიზმი

გულისხმობს საკანონმდებლო ორგანოსა და სახელმწიფოს მაღალი რანგის ჩინოვნიკებზე ზემოქმედების პრაქტიკას, რომლის მიზანია შესაბამისი ჯგუფების ინტერესების კვალად სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა (გარკვეული კანონპროექტების, სახელმწიფო შეკვეთების, სუბსიდიების მიღება, რელიგიური ან ქალთა ინტერესების დაცვა და ა.შ.). ამ მიზნით დასავლეთის ქვეყნებში, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში, არსებობს სააგენტოების განვითარებული ქსელი, რომლებიც გამოხატავს მსხვილი კომპანიების, პროფკავშირებისა თუ სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ–პოლიტიკური ორგანიზაციების ინტერესებს. ლობისტებად, როგორც წესი, აჰყავთ პროფესიონალი შუამდგომლები, რომლებიც მუშაობენ პოლიტიკისა და პოლიტიკური რეკომენდაციების სფეროში საკონსულტაციო ბიუროებსა და კომპანიებში. ლობისტი შეიძლება აყვანილი იყოს ხელშეკრულებით ან საკუთარი ინიციატივით წარმოადგენდეს გარკვეულ ინტერეს–ჯგუფს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. lobbysm

წარმოიშვა აშშ-ში, სადაც 1946 წელს მიღებულ იქნა სპეციალური კანონი. პარლამენტზე ზემოქმედება პირადი ან წერილობითი მიმართვით ან სხვა ხერხით (მასობრივი პეტიცია, წერილები, პუბლიკაცია და სხვ.), რომელიც ორგანიზებულია რომელიმე ჯგუფის ან კერძო პირების მიერ რომელიმე კანონპროექტის მიღების ან უარყოფის მიზნით. ლობისტს აქვს უფლება, წარადგინოს წინასწარ მომზადებული კანონპროექტი, გასწიოს საკონსულტაციო მომსახურება და ა.შ.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……