ლტოლვილები და ქვეყნის შიგნით გადაადგილებული პირები

ლტოლვილები და ქვეყნის შიგნით გადაადგილებული პირები

E. Refugees and Internaly Displaced Persons

ლტოლვილტა სტატუსის შესახებ 1951 წლის ჟენევის კონვენციის მიხედვით (I.A2 – Li მუხ.) ტერმინში – „ლტოლვილი“ იგულისხმება პირი, რომელიც „რასის, სარწმუნოების, მოქალაქეობის, გარკვეული სოციალური ჯგუფის წევრობის ან პოლიტიკური მრწამსის ნიშნით დევნის მსხვერპლის კარგად დასაბუთებული საშიშროების გამო იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ისარგებლოს შესაბამისი მფარველობით ამ საშიშროების გამო, ანდა არ გააჩნია გარკვეული მოქალაქეობა და მსგავსი მოვლენების შედეგად იმყოფება თავისი ქვეყნის გარეთ, რის გამოც არ შეუძლია ან არ სურს დაბრუნდეს იქ ამგვარი საშიშროების გამო.�� \nსაქართველოს კანონში „ლტოლვილთა შესახებ“ (1–ლი მუხ., 1–ლი პუნქ.), რომელიც მიღებულია 18.II.1998, მოცემულია ლტოლვილის ცნების შედეგი განმარტება: „ლტოლვილად ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი (იხ. აპარტეიდი), რომლისთვისაც საქართველო არ არის მისი წარმოშობის ქვეყანა და რომელიც იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი მოქალაქეობის ან მუდმივად საცხოვრებელი ქვეყანა, რადგან იდევნებოდა რასის, რელიგიის, ეროვნული კუთვნილების, რომელიმე სოციალური ჯგუფის წევრობის ან პოლიტიკური შეხედულების გამო და არ შეუძლია ან არ სურს ისარგებლოს იმ ქვენის მფარველობით ასეთი საშიშროების გამო. „საქართველოს კანონში (28.VI.1996) აღნიშნულია: დევნილად ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში) იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის აგრესიის, შიდა კონფლიქტის ან ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის გამო.“ საქართველოში ლტოვილთა და ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა სამართლებრივი და სოციალური საკითხების მოგვარება ძირითადად ეკისრება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, რომელიც, თავისი დებულების მიხედვით, „ხელმძღვანელობს ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა რეპატრიანტთა (იხ. რეპატრიაცია), სტიქიით დაზარალებულთა და სხვა მიგრანტთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის, მიგრაციის კონტროლისა და განსახლების სფეროებს“ (იხ. რეპატრიაცია). ლტოლვილთა და დევნილთა პრობლემებზე, თავისი პროფილის მიხედვით, ზრუნავენ აგრეთვე საქართველოს იუსტიციის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების და სხვა სამინისტროები \nსაერთაშორისო დაცვის თვალსაზრისით, საქართველოში აქტიურად მოღვაწეობს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (გლუკ–ის) წარმომადგენლობა, რომელსაც გახსნილი აქვს სამსახურები თბილისში, ზუგდიდსა და სოხუმში, მარტო 1998 წელს ამ წარმომადგენლობამ საქართველოში დააფინანსა ათი მილიონ სამასი ათას დოლარზე მეტი ღირებულების სპეციალური პროგრამები დევნილებისა და ლტოლვილებისათვის. გლუკ–ის ოფისი უმთავრეს როლს ასრულებს ლტოლვილტა და გადაადგილებულ პირთა სოციალურ–სამართლებრივი დაცვის საქმეში. გლუკ–ს მანადატით ევალება ყველა იმ პირის დაცვა, ვინც 1951 წლის კონვენციისა და 1967 წლის ოქმის საფუძველზე ლტოლვილად შეიძლება იქნეს მიჩნეული. იგი მოწოდებულია, უზრუნველყოს ლტოლვილები თავშესაფრით, დაიცვას მათი სამართლებრივი უფლებები, არ დაუშვას მათი ძალით დაბრუნება იმ ქვეყანაში, სადაც საფრთხე ემუქრებათ და ა.შ. გლუკ–ი დიდ როლს ასრულებს აგრეთვე ლტოლვილთათვის მატერიალური დახმარების გაწევაში, რაც თავდაპირველად მის ფუნქციებში არ შედიოდა. \nმიუხედავად იმისა, რომ გლუკ–ის მანდატი ვრცელდებოდა მხოლოდ იმ პირებზე, რომლებსაც დასაბუთებული საფრთხის გამო გადაკვეთეს თავიანთი მოქალაქეობის ან მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნის საზღვარი, შემდგომ, მსოფლიოს არაერთი ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვის ზრდასთან დაკავშირებით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ჩათვალა, რომ გლუკ–ი დახმარებოდა იმ პირებსაც, რომლებიც საკუტარი ქვეყნისვე ტერიტორიაზე ლტოლვილთა ანალოგიურ პირობებში იმყოფებიან. დღეს გლუკ–ი უფლებამოსილია, განახორციელოს ლტოლვილთა და ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა კატეგორიის პირთა დაცვა, მიუხედავად იმისა, თუ სად მდებარეობს მათი ქვეყანა, მონაწილეა თუ არა იგი 1951 წლის ჟენევის კონვენციისა და 1967 წლის ოქმისა, როდის შეექმნა საფრთხე იძულებით გადაადგილებულ პირს და ა.შ გლუკ–ის ამოცანაა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა დაცვა, მიუხედავად მის ქვეყანაში შექმნილი ვითარებისა, რომელთა შორის 13,2 მილიონი იყო ლტოლვილი, 4,7 მილიონი – დევნილი, 8,1 მილიონი – სხვა კატეგორიის გადაადგილებული პირი.

See also: გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……