ლუმპენი

ლუმპენი

(ლუმპენ–პროლეტარიატი) მუშათა და სხვ. დემორალიზებული, დეკლასირებული ნაწილი. ფენა, რომელიც საზოგადოების ფსკერზე იმყოფება (მათხოვრები, მაწანწალები, ბომჟები, დამნაშავეები, პარაზიტული ელემენტები და სხვ.) და შეგუებულია თავის მდგომარეობას. მათ არ ძალუძთ დამოუკიდებელი ბრძოლა თავიანთი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ლ–ების რიცხვი მკვეთრად იზრდება საზოგადოების განვითარების კრიზისულ პერიოდში, განსაკუთრებით კი, ეკონომიკური კრიზისის, უმუშევრობის, სოციალურ–პოლიტიკური ანომიისა და სხვა დროს. როგორც ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, ლ–ები თავისი სოციალურ–პოლიტიკური ორიენტაციის გაურკვევლობის გამო სრულიად სხვადასხვა სოციალურ–პოლიტიკური ძალების მხარეზე შეიძლება აღმოჩდნენ (მემარცხენე, ანარქისტული, ფაშისტური) და ავტორიტარული თუ ტოტალიტარული იდეოლოგიისა თუ პოლიტიკის წყაროდ და რეზერვად იქცნენ.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……