ლუქსემბურგის კომპრომისი

ლუქსემბურგის კომპრომისი

E. Luxembourg Compromise

1966 წლის იანვარში ლუქსემბურგის კომპრომისით დასრულდა ე.წ. ,,ცარიელი სკამის” კრიზისი, რომელიც გამოწვეული იყო საფრანგეთის უარით, მონაწილეობა მიეღო მინისტრების საბჭოს შეხვედრებში 1965 წლის ივლისში. შექმნილმა კრიზისმა ცხადყო ის დაპირისპირება, რომელიც არსებობდა ორი განსხვავებული მიდგომის მქონე ქვეყნებს შორის. საფრანგეთის გარდა ყველა წევრ სახელმწიფოს მიაHნდა, რომ მინისტრების საბჭოზე მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებული საკითხის განხილვისას საბჭოს წევრები, დროის დასაშვებ ფარგლებში და მაქსიმალური ძალისხმევით, უნდა მისულიყვნენ ისეთ გადაწყვეტილებამდე, რომელიც არ ხელყოფდა ერთმანეთის ინტერესებს და მისაღები იქნებოდა ყველა მხარისათვის. საფრანგეთს კი მიაჩნდა, რომ სხდომაზე დისკუსიები უნდა გაგრძელებულიყო გადაწყვეტილების ერთხმად მიღებამდე. \nკომპრომისის შედეგად სხვა წევრ სახელმწიფოებს მოუწიათ გაეზიარებინათ საფრანგეთის მიდგომა. კომპრომისმა ხელი ვერ შეუშალა საბჭოს, მიეღო გადაწყვეტილებები ევროგაერთიანების ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც ბევრ შემთხვევაში ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღებას კვალიფიციური უმრავლესობით.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……