მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის გადასახადის განაკვეთი

მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის გადასახადის განაკვეთი

E. tax rate for pollution of environment by detrimental material

გადასახადის ოდენობა განისაზღვრება ატმოსფეროში გამოფრქვეულ (წყალში ჩაშვებულ) ყოველ ტონა ძირითად მავნე ნივთიერებაზე ფიქსირებული ოდენობით; გარემოს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან გამოფრქვეულ (წყალში ჩაშვებულ) დანარჩენ ნივთიერებაზე გადასახადის ოდენობის გაანგარიშებისას დამატებით გამოიყენება ფარდობითი საშიშროების კოეფიციენტი; სტაციონარული წყაროებიდან ლიმიტის ზევით ატმოსფეროში (წყალში) გამოფრქვეულ (ჩაშვებულ) ყოველ ტონა მავნე ნივთიერებაზე გადაიხდება ლიმიტის ფარგლებში დადგენილი გადასახადის განაკვეთის ხუთმაგი ოდენობა; იმპორტირებული, აგრეთვე, საქართველოში წარმოებული და მიწოდებული ბენზინის, დიზელის საწვავის, ნავთის, მაზუთის, ბუნებრივი და თხევადი აირის (გარდა საქონლის საწარმოებლად ნედლეულის სახით გამოყენებული ბუნებრივი აირისა) გადასახადის განაკვეთები განისაზღვრება საწვავის სახეობების მიხედვით და ფიქსირებულია 1 კილოგრამ (1 კუბურ მეტრ) საწვავზე. გადასახადის ოდენობა გამოიანგარიშება კონკრეტულ რეგიონში (წყლის ობიექტებში) არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. გადასახადის საბოლოო ოდენობის განსაზღვრისთვის განაკვეთი მრავლდება ეკოლოგიური მდგომარეობის მახასიათებელ შესაბამის კოეფიციენტებზე (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 200, 201).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……