მანდატი (იმპერატიული)

მანდატი (იმპერატიული)

დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მისი წარმომადგენლის გარკვეულ უფლებებს, უფლებამოსილებას. ამა თუ იმ პარტიის ან პარტიების კოალიციის მიერ არჩევნებში გამარჯვება განიხილება როგორც მის მიერ ხალხისაგან ქვეყნის მართვაზე ან რაიმე განსაკუთრებული პოლიტიკის გატარებაზე მ–ის მიღება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რამდენ დაპირებას იძლევიან არჩევნების წინ პარტიები, ძნელია ვამტკიცოთ, რომ გამარჯვებულმა პარტიამ მიიღო განსაკუთრებული მ. ხალხისაგან, თუმცა სავსებით აზრიანი იქნებოდა იმის თქმა, რომ მან მიიღო ზოგადი მ. მართვაზე. თუ პარტია საარჩევნო კამპანიაში გამოდიოდა რაიმე განსაკუთრებული პრობლემის გადაჭრის ლოზუნგით, მაშინ გამარჯვების შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ მან მიიღო მ. ამ საკითხის მოგვარებაზე. მ. შეიძლება შეგვხვდეს ნეგატიურ კონტექსტებშიც, კერძოდ, შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვებულ პარტიას არა აქვს უფლება გაატაროს გარკვეული პოლიტიკა ხალხისაგან განსაკუთრებული მ–ის მიღების გარეშე.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……