მანიფესტი

მანიფესტი

დოკუმენტი, რომელიც ასახავს პოლიტიკური პარტიის პროგრამას, რომლის განხორციელებასაც პარტია აპირებს ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემთხვევაში. როგორც წესი, მ. უფრო შიდაპარტიული ფრაქციების კომპრომისს ასახავს, ვიდრე მათი მოქმედების შეთანხმებულ პროგრამას. მ–ად იწოდებოდა მარქსისა და ენგელსის მიერ 1848 წელს კომუნისტების კავშირის მითითებით დაწერილი კომუნისტური პარტიის პროგრამული დოკუმენტი, რომელიც, ამავე დროს, თავად მარქსის შეხედულებების ევოლუციის მნიშვნელოვან ეტაპს გამოხატავს. ამ დოკუმენტში ცალსახადაა განსაზღვრული კაპიტალიზმის გარდაუვალი დაღუპვის, პროლეტარიატის მსოფლიო ისტორიული მისიისა და უკლასო საზოგადოების – კომუნიზმის დადგომის აუცილებლობის იდეა.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. manifest

G. Manifest

L. manifestum მოწოდება

პროგრამული ხასიათის წერილობითი მიმართვა, მოწოდება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. მანიფესტი – Manifesto  – [ლათ.manifestus აშკარა] 1.უმაღლესი ხელისუფლების წერილობითი მიმართვა მოსახლეობისადმი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მოვლენის გამო. 2.პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციის წერილობითი საპროგრამო მიმართვა.    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……