მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა

E. Majoritarian voting system

საარჩევნო სისტემა, რომლის მიხედვითაც ამომრჩევლები დაყოფილნი არიან საარჩევნო ოლქებად გეოგრაფიული ზონების მიხედვით. გამარჯვებულია ის კანდიდატი, რომელიც ხმების უმრავლესობას მოაგროვებს თავის საარჩევნო ოლქში. \nგანასხვავებენ აბსოლუტური უმრავლესობის, შედარებითი უმრავლესობის და კვალიფიციური უმრავლესობის მ.ს.ს-ებს. აბსოლუტური უმრავლესობის მ.ს.ს-ის დროს არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტს. შედარებითი უმრავლესობის მ.ს.ს-ის დროს არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილეთა ხმების უმრავლესობას სხვა კანდიდატებთან შედარებით. კვალიფიციური უმრავლესობის მ.ს.ს-ის დროს არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილეთა ხმების წინასწარ დადგენილ უმრავლესობას, რომელიც მეტია ხმების ნახევარზე. მაგალითად, 2/3, 3/4 და ა.შ. (ეს უკანასკნელი სისტემა იშვიათად გამოიყენება). \ მ.ს.ს-ის უპირატესობა ისაა, რომ ეთნიკურად და პოლიტიკურად გაყოფილ მოსახლეობას აქვს საკუთარი წარმომადგენლის ყოლის შესაძლებლობა პარლამენტში, იმ შემთხვევაში, თუ ამ ჯგუფებს მყარი დასაყრდენი აქვთ საკუთარ რეგიონებში. მეორე მხრივ, პარტიების წარმომადგენლობა პარლამენტში არ ასახავს ქვეყნის ამომრჩევლების ინტერესებს მთელს ქვეყანაში, ვინაიდან გამარჯვებული კანდიდატი არ წარმოადგენს იმ ამომრჩეველთა ინტერესებს, რომელთაც მისი კანდიდატურისათვის კენჭი არ უყრიათ. გარდა ამისა, მ.ს.ს-ის დროს თითოეულ ოლქში იკარგება იმ კანდიდატისათვის მიცემული ხმები, რომლებმაც უმრავლესობა ვერ მოაგროვეს. მიუხედავად ამ ნაკლოვანებებისა მ.ს.ს. ბევრ თანამედროვე ქვეყანაში გამოიყენება (ხშირად პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან კომბინაციაში).

See also: არჩევნები, პროპორციული წარმომაგენლობა

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……