მარგინალები

მარგინალები

ადამიანთა ერთობა, ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის ან ქვეჯგუფის წარმომადგენლები, რომელთა ცნობიერება, მოქმედება და სტატუსი ზღვარზე, შუალედურ მდგომარეობაში იმყოფება. აღნიშნული შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ მ–მა არ იციან, როგორ (ან სურვილი, არა აქვთ) მოხდეს მათი ადაპტირება რომელიმე სოციალურ ჯგუფთან ან კულტურასთან. ჩვეულებრივ მ – ები ის ადამიანები არიან, რომლებიც მოწყვეტილი აღმოჩნდნენ წარსული სოციალურ–კულტურული სისტემიდან და ვერ შეძლეს ახალში – არსებულში ჩართვა, ამიტომაც მათი სტატუსი შუალედურ, გარდამავალ ხასიათს ატარებს და ერთგვაროვან თვითიდენტიფიკაციას არ ექვემდებარება. ასეთი სიტუაცია ხშირად კონფლიქტამდე მიდის საზოგადოებაში დომინირებულ ჯგუფსა (კულტურასა) და დაქვემდებარებულ სუბჯგუფს (სუბკულტურას – მაგ., ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებსა და მათ კულტურათა) შორის, რასაც კონტრკულტურის გაჩენამდე მივყავართ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მ–ის, როგორც სუბკულტურის წარმომადგენლების ურთიერთქმედება სხვა კულტურათა წარმომადგენლებთან ხშირად ხელს უწყობს ამ კულტურათა გადააზრებასა და მათში ახლებურ ხედვათა ჩამოყალიბებას.

See also: მარგინალობა

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……