მარკირება

მარკირება

E. mark

G. markieren

Fr. marquer ნიშანდება, დანიშვნა

1. საიდენტიფიკაციო პირობითი აღნიშვნები, რომელიც ყოველ სატვირთო ერთეულს (ყუთი, ტომარა და სხვ.) აქვს და შეიცავს გადასაზიდად და მიმღების მიერ ჩაბარებისთვის აუცილებელ მონაცემებს. მარკირების უქონლობამ შეიძლება დამზღვევს წაართვას სადაზღვევო ანაზღაურების მიღების უფლება;

2. გამოიყენება აგრეთვე დემოკრატიული არჩევნების დაბალი კულტურის მქონე ქვეყნებში, როგორც არჩევნების გაყალბების აღკვეთის ერთ-ერთი საშუალება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ერთი და იმავე პირის მიერ რამდენიმე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა. ამომრჩეველს, რომელიც უკვე გააკეთებს თავის არჩევანს, უშუალოდ სხეულზე უკეთდება ჯანმრთელობისათვის უვნებელი სითხის მეშვეობით ნიშანი. ამრიგად ნიშანდებულ პირს კი საშუალება აღარ აქვს ხელმეორედ მიიღოს იმავე ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა, რადგან საარჩევნო უბანზე შემსვლელი ყველა ამომრჩეველი გადის შემოწმებას სპეციალური აპარატის საშუალებით, ამგვარი ნიშანდების გამოვლენის მიზნით.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. მარკირება – ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენილია პირველად ან/და მეორეულ შეფუთვაზე.   Source: საქართველოს კანონი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

3. მარკირება – Inking  – საარჩევნო პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს თვალით უხილავი და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი ქიმიური საღებავის წასმას ამომრჩევლის მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე.    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……