მარშალის გეგმა

მარშალის გეგმა

E. Marshall Plan

1947 წლის ივნისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ მარშალმა ჰარვარდის უნივერსიტეტში გამოსვლისას აუდიტორიას გააცნო გეგმა, რასაც შემდგომში მარშალის გეგმა ეწოდა. მარშალმა აღწერა ის უკიდურესი გაჭირვება და უიმედობა, რომელიც მეორე მსოფლიო ომგამოვლილ ევროპაში სუფევდა. ამის შემდეგ მან შეახსენა ამერიკელებს, რა გავლენა შეიძლება ჰქონოდა ევროპის სამუდამო განადგურებას მათსავე ეკონომიკაზე. გეგმა არც ერთი იდეოლოგიისა თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ არ იყო მიმართული. მიუხედავად ამისა, სტალინის მითითებით ე.წ. სოციალისტური ბანაკის ქვეყნებმა უარი თქვეს აშშ-ის დახმარების მიღებაზე \nმარშალის გეგმა ითვალისწინებდა ამერიკელთა დახმარებას ევროპის რეკონსტრუქციისა და ეკონომიკური აღორძინების პროცესში. დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებისათვის მარშალის გეგმით გათვალისწინებული დახმარების გასანაწილებლად შეიქმნა ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის კომიტეტი. ეს გეგმა მოგვიანებით ევროპის აღორძინების პროგრამად გადაიქცა. აშშ-ის მოთხოვნით, აღნიშნული დახმარების შესაბამის პრიორიტეტებზე განაწილება ევროპელებს უნდა ეკისრათ. ამ მიზნით ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის კომიტეტი ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციად გადაკეთდა \nპროგრამა 1952 წლამდე გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ევროპის რეკონსტრუქციისა და ეკონომიკური აღორძინებისათვის გაწეულმა დახმარებამ 17 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. მარშალის გეგმით, პრეზიდენტ ტრუმენის მიერ გამოცხადებული დოქტრინითა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის შექმნით შეერთებული შტატები აქტიურად ჩაერთო დასავლეთ ევროპაში მიმდინარე პროცესებში.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……