მასობრივი განადგურება (ადამიანების)

მასობრივი განადგურება (ადამიანების)

E. mass distruction (of people

ადამიანთა დიდი რაოდენობის ფიზიკური ლიკვიდაცია ბირთვული თუ სხვა ასეთი სიძლიერის იარაღის გამოყენებით, სახელმწიფოს მიერ თავის ტერიტორიაზე მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა ან სხვა, ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი ჯგუფების მასობრივი მკვლელობა მათი არსებობის მოსპობის მიზნით, შეიარაღებული კონფლიქტის დროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის გაჟლეტა (იხ.: გენოციდი, ომის დანაშაულობანი, დანაშაულობანი ადამიანურობის წინააღმდეგ) \nლისაბონის სამიტზე (ეუთო) დაგმობილ იქნა აფხაზი სეპარატისტების ეთნიკური წმენდის პოლიტიკა, რაც გამოიხატა. ძირითადად ქართველი მოსახლეობის „მასობრივი განადგურებით“ (მკვლელობით).

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……